"თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა," - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი X-ზე წერს. ამით ის ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ივანიშვილის არჩევანია.

"ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. "ქართული ოცნების" ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი," - წერს როიტენი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი