არა რუსულ კანონს! - აქციის მონაწილე ახალგაზრდები მსვლელობის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან დაბრუნდნენ და გზა გადაკეტეს.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ მართალია მასშტაბური აქცია 11 მაისს არის ჩანიშნული, ისინი მუხტს არ კარგავენ და პატარ-პატარა აქციებს ყოველდღიურად გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ, შემდეგ მშვიდობის და მეტეხის ხიდი გაიარეს და კოტე აფხაზის ქუჩით პარლამენტთან დაბრუნდნენ.