სროლის მანძილის გარკვევის შემდეგ შეიძლება მსჯელობა, შეეძლო თუ არა თავის მოკვლა - გეჯაძე გარდაცვლილ ჯარისკაცზე

გამოქვეყნდა:

"ექსპერტებისთვის მთავარია სროლის მანძილის დადგენა", - ამბობს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ "ვექტორის" დირექტორი ალექსანდრე  გეჯაძე, 19 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სწორედ სროლის მანძილის  დადგენაა საჭირო იმისთვის, რომ გაირკვეს,  შეიძლებოდა თუ არა, ჯარისკაცს თავი მოეკლა, 

"შუბლზე არსებული დაზიანების, საკმაოდ ფართე ჭრილობის, რომელიც მაღალი ალბათობით, შედის ქალას ღრუში და ქალას ძვლების დაზიანების შემდეგ, ტვინის ნივთიერების დაზიანებით, დადგა სიკვდილი, მიანიშნებს იმას, რომ შუბლის არეში არსებული ჭრილობა, მაღალი ალბათობის ხარისხით უნდა იყოს ტყვიის შესავალი ხვრელი, კეფის არეში არსებული ჭრილობა უნდა იყოს ტყვიის გამომავალი ხვრელი. ექსპერტიზის ფუნქციაში და კომპეტენციაში შედის, რომ დადგინდეს, რომელია რეალურად შემავალი და გამომავალი ხვრელი. შესაბამისად გვეცოდინება, სროლის მიმართულება. ექსპერტებისთვის მთავარია სროლის მანძილის დადგენა. სროლის მანძილის გარკვევის შემდეგ შეიძლება მსჯელობა შეეძლო თუ არა პიროვნებას თავისი ხელით მიეყენებინა ეს დაზიანება", - ამბობს, ალექსანდრე გეჯაძე.

შეგახსენებთ, რომ 3 მარტს მე-4 მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი