გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემზარავი ისტორია - 50 წლის მამაკაცი მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებითაა დაკავებული.
ერთი წლის წინ მომხდარ უმძიმეს ფაქტზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალადობის მსხვერპლმა 12 წლის გოგონამ იმშობიარა. სწორედ სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა მოითხოვეს იმ საქმეზე რეაგირება, რომელსაც ოჯახი საგულდაგულოდ მალავდა. მას შემდეგ, რაც მოზარდის ოჯახისთვის ცნობილი გახდა ძალადობის შესახებ, არასრულწლოვანი სოფელს გაარიდეს და დედაქალაქში ჩამოიყვანეს. ახლა ახალშობილი და მისი დედა სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არიან.
გოგონას 13 წელი ცოტა ხნის წინ, უკვე დედის სტატუსით შეუსრულდა. მოძალადე კაცი კი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მას 16 წელს მიუღწეველ მოზარდთან სექსუალური კავშირი ედება ბრალა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში შვიდიდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე თემაზე: