ზუგდიდიში, კომენდანტის საათის დროს ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – მისი მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში, კომენტატის საათის დროს. 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებდა.

მამაკაცს 10-მდე ჭრილობა, გულმკერის არეში, ბასრი საგნით აქვს მიყენებული. შემთხვევა კი, წუხელ ღამის 12 საათზე მოხდა. 

დაჭრის მოტივად ნასვამი ახალგაზრდების სიტყვიერი შელაპარაკება სახელდება. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია დილამდე მუშაობდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 117–ე ნაწილის პირველი მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცავების განმარტებით, მისი ვინაობა დადგენილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი