აფეთქება წალენჯიხაში - სასტუმროს ორი სართული ამორტიზირებულია

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში, სასტუმრო "ენგურჰესში" აფექება მოხდა. აფთქდა პირველ სართულზე სამზარეულოში მდებარე გაზის ბალონი. ამავე სართულზე მდებარეობდა სასადილოც.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს ადგილზე არც ენგურჰესზე მომუშავე პირები და არც სხვა ვიზიტორები არ იმყოფებოდნენ. 

დანგრეულია კედლები, ჩამსხვრეულია შუშები, ამორტიზირებულია სასტუმროს პირველი და მეორე სართული. აღსანიშნავია, ისიც, რომ სასტუმროში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა.

მომხდართან დაკაშვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის მიხულით დაიწყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი