დღეს დილით, დაახლოებით 10 საათზე ოზურგეთში ყაჩაღობა მოხდა. სუპერმარკეტ "მოდერნში" ორი ბოროტმოქმედი ნიღბებითა და პირბადეებით შეიჭრა და მოლარე-ოპერატორებს ცივი იარაღის მუქარით ნავაჭრი თანხა წაართვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულია, ორივე თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა.
არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა სუპერმარკეტიდან 300 ლარი წაიღეს.შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს აღნიშნულ სუპერმარკეტზე განხორციელებული მეორე ყაჩაღური თავდასხმაა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
ავტორი: ლადო მენაბდე.