მიკერძოებული, ცალმხრივი და დაუსაბუთებელი - პროკურატურა ომბუდსმენს პასუხობს

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურა სახალხო დამცველს პასუხობს და კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

შოთაძის უწყება წერს, რომ "სახალხო დამცველმა შეითავსა ბრალდებულების ადვოკატის ფუნქცია" და "დაუსაბუთებელი და ცალმხრივად" მომზადებული მოსაზრებით კონკრეტული ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მხარედ იქცა.

გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების მომზადებისას არ იცნობდა სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალას და გამოძიების არცერთ ეტაპზე საქმის მასალების გაცნობა არ მოუთხოვია.

ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრება არის მიკერძოებული, სუბიექტურად აფასებს ფაქტებს და მტკიცებულებებს და ვერ შეფასდება, როგორც ობიექტური დამკვირვებლის და ექსპერტის მიერ შედგენილი დოკუმენტი - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

განცხადება სრულად

საქმეს აშკარად გააჩნია პოლიტიკური ან სხვა მოტივი - ომბუდსმენმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი