Pfizer-ის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა - გაბუნია

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში წინასწარი ინფორმაციით 22 მარტის კვირაში ჩამოვა.

განცხადება თამარ გაბუნიამ რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

გაბუნიას ინფორმაციით, "მოლოდინი აქვთ", რომ მარტის ბოლოდამნ ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება და ამ მიმართულებით სიახლეებია "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებითაც. გაბუნიას თქმით, სავარაუდოდ ამავე პერიოდში (მარტის ბოლოდან) ქვეყანაში ასტრაზენეკაც შემოვა. 

წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება.

სიახლეა „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებითაც. „იუნისეფმა“ მიიღო დასტური და იმ 129 600 დოზიდან, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა მიგვეღო, პირველი ნაწილი შემოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრიდან. ასე რომ, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს ვაქცინაცია ქვეყანაში უნდა დაიწყოს“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი