ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი კორონავირუსის მომდევნო, რიგით მესამე და მეოთხე ტალღებზე საუბრობს და ამბობს, რომ იმისთვის, რომ საქართველო მესამე ტალღისგან დაზღვეული იყოს, პირბადეების ტარების მაჩვენებელი, 90%-ზე უნდა ავიდეს.
ეს მაჩვენებელი ამჟამად მათივე ინფორმაციით, 62%-ია.
მესამე ტალღა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, ყოველ შემთხვევაში ევროპის ქვეყნები ელოდებიან. მერკელმა პირდაპირ თქვა, რომ ველოდებით მესამე ტალღას და გაახანგრძლივა მკაცრი "ლოქდაუნი" 7 მარტამდე. ამერიკაში უკვე მეოთხე ტალღაზე საუბრობენ. მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა. ჩვენს ხელშია, ავიცილებთ თუ არა ამ მესამე ტალღას. ამაში დაგვეხმარება ვაქცინა, მაგრამ სანამ არაა ვაქცინა, ჩვენი ბედი და მესამე ტალღის ბედი არის ჩვენს ხელში. პირბადეების ტარება არის უმნიშვნელოვანესი" განაცხადა ცერცვაძემ.
ამავე თემაზე:
მარტო ვაქცინაცია საკმარისი არაა - თენგიზ ცერცვაძე