ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 6 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3567 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 355 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 91 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 116 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 91 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი