ველოდებით 29 000 დოზას, რაც მხოლოდ დღენახევრისთვის არის საკმარისი-ჯანდაცვის ექსპერტები ვაქცინაზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მხრიდან დაპირებების მიუხედავად, ვაქცინაცია ისევ არ არის დაწყებული და არც პირველი ვაქცინის შემოსვლის თარიღია ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადების თანახმად, 29 000 დოზა ფაიზერის ვაქცინა 22 მარტის კვირაში შემოვა. 

ყველა სახის მოლაპარაკებების, დოკუმენტაციის, კონტრაქტების გამჭირვალობას, გასაჯაროვებას ვითხოვთ სულ მცირე დაინტერესებულ პირებთან მაინც. ორი თვეა ვსაუბრობთ როდის შემოვა 29 000 დოზა, თებერვალში თუ 22 მარტის კვირაში. მთავრობის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვითაც კი, 29 000 დოზა არის დღე-ნახევრის სამყოფი. თვეში უნდა შემოდიოდეს 400 000 დოზა, ჩვენ კი ორი თვეა დღე-ნახევრის სამყოფ დოზაზე ვსაუბრობთ ,-თქვა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, სერგო ჩიხლაძემ. 

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ტიკარაძის უწყებისგან კოვიდ ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების გასაჯაროვებას ითხოვენ.

ექსპერტების თქმით, მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროსადმი ნდობა დაკარგული აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია დოკუმენტურად იყოს ცნობილი როდის და  რომელი კომპანიის ანტიდოტით დაიწყება ქვეყანაში მოსახლეობის აცრა.

შეგახსენებთ, რომ 110 ქვეყანაში უკვე დაწყებულია ვაქცინაცია, როცა საქართველოში ჯერ ერთი დოზაც არ შემოუტანიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი