მოვითხოვთ ამ მოხელის უმკაცრესად დასჯას - ნიკა გვარამია "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ მუქარაზე

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია არხის ჟურნალისტის ემა გოგოხიას მიმართ მუქარის გამო მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის "უმკაცრესად დასჯას" ითხოვს.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პოსტი Facebook-ზე  გამოაქვეყნა.

"ჩვენი ჟურნალისტი, ემა გოგოხია, გუშინ იღებდა სიუჟეტს ვიქტორ ჯაფარიძის და მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ქონებაზე და უკანონო ტენდერებზე. ინფორმაციის წყარო იყო საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიერ გამოქვეყნებული დასკვნა. 
ჟურნალისტმა ვერ მოასწრო სიუჟეტის დასრულება და ღამე მოუწია მესტიაში დარჩენა. ღამე დაურეკა კაპიტან ჟორჟოლიანმა, შესთავაზა ფული და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, რაზეც მიიღო უარი. 
დილით, სახლიდან გამოსულ ჩვენს ჟურნალისტს მანქანის ოთხივე საბურავი დაჭრილი დახვდა. 
ჩვენი სრული მხარდაჭერა და უდიდესი სიყვარული უმაგრეს Emanuel Machiavelliს ❤
დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, აღნიშნული მოხელის უმკაცრესად დასჯას საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia Nino Lomjaria
მედია ტერორის წამხალისებელი ქართული ოცნება / Georgian Dream აუციებლად აგებს პასუხს ამ ყველაფრისთვის, რასაც ჩადის",
- წერს ნიკა გვარმია. 

დეტალები 15:00-ზე, "მთავარში". 

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი