თბილისში, მოპედების ქურდობის ფაქტები გაიზარდა - პოლიცია საქმეების უმეტესობას ვერ იძიებს

გამოქვეყნდა:

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება მკვეთრად გაუმჯობესდა. მართალია, მკვლელობების რიცხვმა მოიმატაო, მაგრამ, სამაგიეროდ, მკვლელობების მცდელობები პრაქტიკულად ნულზე ჩამოვიდაო. იქნებ, უბრალოდ კრიმინალებმა პრაქტიკა აიმაღლეს და პირდაპირ მიზანში არტყამენ. 

ფაქტია, რომ ქუდრობა ჩვენი ყოველდღიურობა გახდა. ბოლო დროს, მიტანის სერვისის სულ უფრო მზარდმა პოპულარობამ კი ქურდებს ახალი სამიზნე გაუჩინა - მოპედები. სულ რამდენიმე წუთი და ქუჩაში დროებით გაჩერებული მოპედი ადგილზე აღარ არის. მოპარული ნივთების ძებნით სამართალდამცავები თავს არ იწუხებენ, კურიერებს კი ქურდებისა და ნაქურდალის პოვნა თავად უწევთ. 

ნინო ჟვანიას რეპორტაჟი: "ქურდობა თბილისის ქუჩებში". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი