გორში, პოლიციამ 21 წლის კაცის, გიორგი ნონიაშვილის ცხედარი იპოვა. ეს არის ახალგაზრდა, რომელსაც სამართალდამცველები ოთხი თვის განმავლობაში ეძებდნენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ცხედარი ფოთლებით იყო დაფარული და მისი ამოცნობა ოჯახისწევრებსაც კი გაუჭირდათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.