ყაჩაღობა ზუგდიდში - კომენდანტის საათის დროს კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ, 6 მარტს, ღამის 4 საათზე მოხდა.
"მთავარის" ინფიორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში ბასრი საგნით შევიდა და მაღაზიიდან სიგარეტები წაიღო.
როგორც "მთავარს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.