მკვლელობა თელავში. სავარაუდოდ, 27 წლის ახალგაზრდამ, მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა გოშაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია
" მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფება და შემთხვევის დეტალებს არკვევს.
ავტორი: ია გულიაშვილი