ოჯახის წევრების მკვლელობა თელავში - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თელავში, მოკლული ოჯახის წევრებს გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

ადგილზე სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო  მოქმედებებს ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მშობლები და ბებია საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც მეზობლები ამბობენ, ახალგაზრდას სავარაუდოდ დეპრესია ჰქონდა. 

სავარაუდო დამნაშავის დედა, მოკლული ქალი თელავის მეოთხე სკოლაში, ინგლისურის პედაგოგია.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 109-ე, ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი