ქორწილი საყოველთაო შეზღუდვების და პანდემიის ფონზე - პრივილეგიები "ოცნების" მხარდამჭერებისთვის

გამოქვეყნდა:

ქორწილი საყოველთაო შეზღუდვებისა და პანდემიის ფონზე - მხოლოდ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის. მაშინ, როდესაც ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს და რესტორანში შეკრება აკრძალულია, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები და მათი ახლობლები პრივილეგიებით ისევ სარგებლობენ.

რესტორან "რანჩო ვარიანში", რომელიც მოკრივე გიორგი კანდელაკის ეკუთვნის, საქორწილო სუფრა ღამის 9 საათის შემდეგაც იყო გაშლილი. "მთავარი არხის" ინფორმაციით,  სიძე და პატარძალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ნათესავები არიან. წვეულების მონაწილეები იქ ყოველგვარი რეგულაციების დაცვის გარეშე იყვნენ შეკრებილები, თუმცა ერთერთი მიწვეული სტუმარი უარყოფს, რომ ეს საქორწილო სუფრაა და ამბობს:

"არაფერი, შეიძლება სულ 50 ადამიანი იყოს. რა არის რა პრობლემაა? გთხოვთ, რომ დატოვოთ აქაურობა. კი, კი მე აქ ვზივარ, სპეციალურად ვარ მოსული და არაფერი პრობლემა არ არის. ქორწილი არ არის, ქორწილის სახელიც არ არის", - ამბობს ერთერთი მიწვეული სტუმარი. 

სხვა მიწვეული სტუმრების თქმით, მათზე კომენდანტის საათის დროს გადაადგილების საშვებიც დაშვებული იყო. 

პოლიცია ფაქტით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ადგილზე "მთავარი არხი" გამოჩნდა. თუმცა სამართალდამცველებმა ტერიტორია მალევე დატოვეს და კითხვებზე პასუხი არ გაუციათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი