ხმაური თემქაზე - პოლიციამ მოქალაქე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა. მომხდარის ამსახველი ვიდეოკადრები ადგილობრივებმა გაავრცელეს. სამმა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა ადგილობრივი 27 წლის ვანო ახობაძე ძალის გამოყენებით, სავარაუდოდ, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. სამივე მათგანს იარაღი ჰქონდა.
უცნობია, სად იმყოფება ამ დროისთვის დაკავებული, ან რას ედავებიან მას. თვითმხილველების კითხვაზე, რატომ აკავებდნენ, სამართალდამცველებს პასუხი არ გაუციათ. ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.