მასობრივ ტესტირებას თავი ვერ მოაბეს - სპეციალისტები არასწორ მენეჯმენტზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

სპეციალისტები სწრაფი, აგრესიული ტესტირების გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, ეს დაავადების გავრცელების რისკს სწრაფად შეამცირებს და სიტუაციის კონტროლის საშუალებას გაზრდის. სხვა საკითხებთან ერთად, სწრაფ ტესტირებას ითხოვს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებაც. ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების უფროსის მაია ზალდასტანიშვილის მოსაზრებით, სწრაფი ტესტი, მედიკოსების გარდა, უნდა ჩაუტარდეთ შშმ პირებს, ასაკოვან ადამიანებს და მაღაზიებსა და სხვა ხალხმრავალ ობიექტებზე დასაქმებულ მოქალაქეებს.

დამთავრდა ეს ჩაკეტვის ფაზაც, შევედით იქ, რომ საქმე გვაქვს შიდა გავრცელებასთან. რაც მეტი პაციენტი იქნება გატესტილი, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, პირველად უნდა გაიტესტოს ის პირები, რომლებიც რისკჯგუფებში არიან. სასურველი იქნება ყველა იმ პირის გატესტვა, რადგან ამ ვირუსმა ისე შეიცვალა სახე, რომ სიმპტომები, გარდა რესპირაციული სიმპტომებისა, არის ძალიან ბევრი, - ამბობს ზალდასტანიშვილი. 

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანის ვატო სურგულაძის თქმით, სიტუაციის შეფასების შემდეგ ნათელია, რომ კოვიდ 19-თან ბრძოლის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად ტესტირება რჩება. იგი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, აქვს თუ არა ტესტებს ცდომილება, პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების რისკს აგრესიული ტესტირება მნიშვნელოვნად შეამცირებს.  

მასობრივი ტესტირების რესურსი არის, მაგრამ ამ რესურსს მართვა სჭირდება. აქამდე გვეგონა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავდნენ, მაგრამ როგორც ვატყობ, აქ მართვის პრობლემაა. მენეჯმენტის პრობლემაა, თავი ვერ მოაბეს თავი, - ასკვნის სურგულაძე. 

40 ათასი ტესტი პეკინიდან თბილისში დღეს სპეცრეისით ჩამოვიდა. თუმცა ჯანდაცვის მინისტრს არ აქვს კონკრეტული პასუხი, როდის დაიწყებს მისი უწყება მასობრივ ტესტირებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი