უნდა შეისწავლონ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლითაც - საია მარტვილში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები მარტვილში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობის დროულად გამოძიებას ითხოვენ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, მომხდარზე გამოძიება ორ ეპიზოდთან მიმართებაში უნდა დაიწყოს. მისი განმარტებით ერთის მხრივ, გამოსაძიებელია აივნიდან მოაჯირის გატეხვისა და ჟურნალისტების დაშავების საკითხი, ამ შემთხვევაში იყო თუ არა განზრახ ქმედებები. მეორეს მხრივ, კი გამოსაძიებელია, ჰქონდა თუ არა ადგილი ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

"გამოძების დაწყება არის აუცილებელი ორ ეპიზოდთან მიმართებით და ეს საკითხები არის შესასწავლი. ერთი შეეხება აივნიდან მოაჯირის გატეხვის და ჟურნალისტების დაშავების საკითხს, რა პირობებში მოხდა და როგორ მოხდა. აქ ხო არ იყო გარკვეული განზრახ ქმედებები, ან გაუფრთხილებელი ქმედებები.

აუცილებელია, გამოძიება წარიმართოს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის მუხლითაც.

მეორე ეპიზოდი არის საგულისხმო ასევე, როდესაც "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის სცადეს მიკროფონის წართმევა და მისთვის ხელის შეშლა",-თქვა სიმონიშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით შსს- გამოძიება გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით დაიწყო.

ეპარქიაში ინციდენტის დროს დაშავებულთა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. საერთო ჯამში, დაპირისპირების დროს ათამდე პირი დაშავდა. ერთი ჟურნალისტი, ხერხემალზე არსებული დაზიანების გამო, თბილისში გადმოიყვანეს. 

აქვე გეტყვით, მარტვილში, მეუფის რეზიდენციაში ინციდენტი მაშინ მოხდა, რაც ჟურნალისტებს სურდათ გადაეღოთ კადრები, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ერთ-ერთ ოთახში მყოფი სასულიერო პირები. თვითმხილველების თქმით, მღვდელმსახურები შეეცადნენ ამის საშუალება არ მიეცათ მედიისთვის და ადგილიდან გაეყვანათ ჟურნალისტები. სწორედ ამ ძალადობის დროს გატყდა მოაჯირი და აივანზე მყოფები მეორე სართულიდან გადაცვივდნენ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი