ჯარი ჩვენ არა გვყავს, პოლიცია ჩვენ არა გვყავს, პატრულს დავურეკოთ და ვუთხრათ რომ ეს ხალხი გადევნეთ აქედან? - რა გავაკეთოთ, უსუსურები ვართ - ამბობს მეუფე ანტონი ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი საპატრიარქოს ოფიციალურ პოზიციას იზიარებს და მომხდარს წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს:
ვინც იქ მივიდა მარტვილელები არცერთი არ იყო, იყვნენ ჩამოსულები ზოგი ქუთაისიდან. რა ესაქმებათ? ჩემს ეპარქიაში სასჯელი ვის დავადო ვის უნდა შევუთანხმდე, მაპატიეთ, ჟურნალისტებს? ანგაჟირებულ მრევლს? არ მესმის ეს რა არის, აღშფოთებული ვარ. მით უმეტეს, ძალადობით შეჭრა მღვდელმთავრის პირად საკუთრებაში, როცა კრება მიმდინარეობს. ჩანს, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი. ხალხი, რომლებიც „ბალკონიდან“ გადმოცვივდნენ, გარედან აღებდნენ კარს... იქ იყვნენ ჩასული ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ პროვოკაცია გამოეწვიათ და ეს გამოუვიდათ - ამბობს მეუფე ანტონი.
ამავე თემაზე: