16 წელი ციხეში - ხმაურიანი განაჩენი და არასრულწლოვნები გადაწყვეტილების მოლოდინში

გამოქვეყნდა:

ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობისთვის არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტან ჩიქოვანს სასამართლომ 16-16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და  ბრალდებულად ცნო.

მკვლელობის ნაწილში ბრალდებული 2 არასრულწლოვნის განაჩენს მოსამართლე 16 მარტს გამოაცხადებს. განაჩენს ბრალდებულები გამოცხადებამდე არ ეთანხმებოდნენ.

განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში. დაკავებულების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები უკმაყოფილოები იყვნენ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.

დამნაშავედ ცნობილი პირების ახლობლები განმარტავენ, რომ საქმეში არ არსებობს, მტკიცებულებები, რაც 5-ვე მათგანის ბრალეულობას ამტკიცებს და თვლიან რომ მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციოში აპირებენ. 

ადვოკატების მტკიცებით მოსამართლე ბიძინა სტურუამ ამ განაჩენით ადგილი დაიმკვიდრა უზენაეს სასამართლოში, სადაც მას განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს.

საქმეში არ არსებობს პირი, რომელიც ხუთივე ბრალდებულის დანაშაულს დაადასტურებს, თუმცა მიუხედავად ამისა პროკურატურა ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის ტომებში დევს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ხუთივე არასრულწლოვანი დამნაშავეა.

შემდეგი პროცესი უკვე 16 მარტს ჩაინიშნა და სწორედ ამ დღეს გადაწყდება მოსამართლე რა განაჩენს გამოუტანს არასრულწლოვნებს- ა.ქ-ს და ზ.ხ-ს.​

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი