დღევანდელი, 10 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 613 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 513 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 96 ადამიანი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 93 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.