გორში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. 56 წლის კაცს დაზიანებები ყელის არეში, ცივი არაღით აქვს მიყენებული. ის "გორმედშია" გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
,,სასწრაფო ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. კისრის არეში აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული გამჭოლი ჭრილობა. ოპერაციის შემდგომ, მისი მდგომარეობა ფასდება სტაბილურად მძიმედ",- ამბობს ექიმი მერაბ მაისურაძე.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. სავარაუდო დამნაშავე ჯერ დაკავებული არაა.