ოჯახში ძალადობაზე, რომელსაც 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა გურჯაანის სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის რაიონული სასამართლო, დღეს, 11 მარტს გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებული კაცის აღკვეთ ღონისძიებაზე. შეგახსენებთ, რომ კაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ამ დროს დედას ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა, ბავშვი გონების დაკარგვის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც დაკავებულის ადვოკატი, მინარი მურღვაშვილი ამბობს, კაცი ბრალს არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს. გარდაცვლილი ბავშვის მამას,  36 წლის ზურაბ შავლიაშვილს, ბრალი 10 მარტს, ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

გამოძიება ზურაბ შავლიაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 126', 116- ე 11', 19, 117- ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ცნობისთვის, გურჯაანში, 8 მარტის ღამით, ოჯახში ცოლ-ქმარს შორის დაწყებულ კონფლიქტს 8 თვის ჩვილი ემსხვერპლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი