სამეგრელოში, 60 წლამდე ქალზე სექსუალურად იძალადეს - სავარაუდო ეჭვმიტანილი გაქცეულია

გამოქვეყნდა:

სამეგრელოში, სუჯუნის თემში, სოფელ წილიკარში, 60 წლამდე შესზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯ.კ. გაქცეულია. ძალადობის მსხვერპლის ნათესავები ეჭვმიტანილის უმკაცრეს დასჯას ითხოვენ. მათი თქმით, მსხვერპლს ფიზიკური ზეწოლის კვალი აღენიშნება.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი