შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც 24 თებერვალს ქუთაისში, სტუმრად მყოფი მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი 10 მარტს, კლინიკაში გარდაიცვალა. 

უწყების ინფორმაციით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 თებერვალს, ქუთაისში, მასთან სტუმრად მყოფ მეგობარს - 1978 წელს დაბადებულ ი.გ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა, სადაც მიმდინარე წლის 10 მარტს გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, ბრალდებით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი ქმედება 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი