გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული 8 თვის ბავშვის მამას პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის  ბრალდებით დაკავებული 36 წლის  მამაკაცს აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ზურაბ შავლიაშვილს  სახელმწიფო ბრალდება  ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.პროცესს  ესწრებოდა თავად ბრალდებულიც.

დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა, მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის  არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა. 

საქმე ეხება,რამდენიმე დღის წინ გურჯაანში,ვაჩნაძის ქუჩაზე  ცოლ-ქმარს შორის მომხდარ ფიზიკურ  დაპირისპირებას, რის შემდეგაც მათი 1 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს. 

ერთი ვერსიით, მამაკაცი მეუღლეს  ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდა, როდესაც ქალს ჩვილი  ხელში ეჭირა, რის შემდეგაც  ბაშვმა მიიღო სასიკვდილო დაზიანებები,მეორე ვერსიით მცირეწლოვანის გარდაცვალება ასფიქსიით დაფიქსირდა.

მომხდარზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი