
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ბრალდებით დაკავებული 36 წლის მამაკაცს აღკვეთ ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
11 თვის ჩვილის დედა და ბებია დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ ჩვილი კონფლიქტის დროს სწორედ ბრალდებულმა მოკლა.
ჩემი შვილის დასაცავად განწირული ხმით ვყვიროდი - ხალხო მიშველეთ მეთქი, ხალხი არა ხართ? შვილს მიკლავს მეთქი. არც გამოვიდნენ ჩემს დასახმარებლად და არც დამხმარებიან, ნასვამ მდგომარეობაში იყო ჩემი მეუღლე.... ეჭვიანობდა. მე, რომ მესროლა ღუმელი, მერე გაიხსნა "ფეჩის" კარები და ბავშვს უკან, თავთან მოხვდა, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა, თეონა ონიაშვილი
შემთხვევა გურჯაანში ვაჩნაძის ქუჩაზე, 8 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის მომხდარი ფიზიკურ დაპირისპირების, შემდეგ მათი 1 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზა.
ავტორი: ია გულიაშვილი