ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვა: მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს რომ ქვეყანაში ჩინური ვაქცინა შემოვა. როგორც ეკა ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ჩინურ მხარესთანაც და კოვაქს პლატფორმასთანაც. მისი თქმით, ამ ეტაპზე შეკვეთილია "სინოფარმის" 100 000 დოზა, რომელიც სახელმწიფომ უშუალოდ მწარმოებელს შეუკვეთა, ხოლო დანარჩენი დოზები ქვეყანაში კოვაქს პლატფორმიდან შემოვა.

წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან. ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია რაც გვაძლევს იმის საშულებას რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები." ამბობს ტიკარაძე

შეგახსენებთ, შაბათიდან საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოვა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ამ ეტაპზე საუბარფია ასტრაზენეკას წარმოების ვაქცინაზე, რომელიც ქვეყანაში დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი