სასამართლომ პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ - სტრატეგია აღმაშენებელი

გამოქვეყნდა:

ხელები შორს თავისუფალი მედიისგან! - ასე ეხმაურება პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი"  ტვ პირველის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. მათი შეფასებით, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეს. 

ტელეკომპანია ტვ პირველთან დაკავშირებული განჩინებით სასამართლომ ფაქტობრივად პროკურატურას უფლება მისცა, ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდნენ და ამოიღონ ნოდარ მელაძის რეპორტაჟში გასული კონფიდენციალური წყაროს მიერ გადაცემული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო აღნიშნული მატარებელი. მიგვაჩნია,რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტლებას არანაირი საერთო არ აქვს სამართლიან სასამართლო პროცესთან და იგი ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივით და ემსახურება ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი სხვა ინფორმაციის სავარაუდო გავრცელების პრევენციას" - ნათქვამია განცხადებაში

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. 

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი