2020 წელს ქვეყანაში მხოლოდ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა

გამოქვეყნდა:

2020 წლის ინვესტიციების მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მინიმუმზეა. გასულ წელს საქართველოში სულ 617 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.

ასეთი მძიმე მაჩვენებელი ქვეყანას რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგაც კი არ ჰქონია. 

შემოსული 617 მილიონიდან ყველაზე დიდი ნაწილი - 561 მილიონი მოდის რეინვესტიციაზე, რაც არ ნიშნავს ახალს ინვესტიცია, ეს არის ადგილზე, უცხოელი ინვესტორების მიერ უკვე ამოღებული თანხა.

2020 წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის სახით, სულ რაღაც 9 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს მძიმე სურათი არაფორმალური მმართველობის მავნე შედეგების გამოვლინებაა და მხოლოდ კორონაპანდემიის ბრალი არ არის. მათივე თქმით, "ქართული ოცნების" არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ლარის კურსის მუდმივმა ვარდნამ და დაუსრულებელმა პოლიტიკურმა კრიზისმა ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი