
სამეგრელოს პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით აბაშის მუნიციპალიტეტში 1 პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მამაკაცი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1956 წელს დაბადებულ თანასოფლელ ქალზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით, სექსუალურად იძალადა.
სამართალდამცველებმა მოძალადე მამაკაცი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანიშნულია ექსპერტიზები, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს" ნათქვამია შსს-ს განცხადებაში
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.