"მივმართავთ ნებისმიერ მეთოდს, რომ ესენი დავაზიანოთ" - აბუსერიძის მხრადამჭერი მორაგბეები

გამოქვეყნდა:

ვეტერანი მორაგბეები ბრძოლას კონსტიტუციის ფარგლებში გააგრძელებენ. სპორტსმენებმა დღეს კონკრეტული სამოქმედო გეგმაც დაანონსეს და თქვეს, რომ არ აპირებენ იმ გადაწყვეტილებას შეეგუონ, რომელიც რაგბის კავშირში გუშინ მიიღეს.

მათი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები კლუბებთან, მორაგბეებთან და განიხილავენ „დიდი 10-ის“ ბოიკოტს.

ვეტერანმა მორაგბეებმა სამართლებრივი ბრძოლა უკვე დაიწყეს.

"პირდაპირ გეტყვით, ჩვენ აქ სამართალი ვერ ვიპოვეთ. იმიტომ, რომ აქ მიდის ხელების გრეხვა, შენი ნება, რომ გამოხატო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც 4 წელი უნდა უხელმძღვანელოს ქართულ რაგბის: მის პროგრამას, მის განვითარების ხედვას აქ საპირისპირო ხდება. შევიტანეთ ადმინისტრაციული სარჩელი და გადავიდა სამოქალაქოში, რაც გულდასაწყვეტია და ამით უკვე ნათელია ყველაფერი", - ამბობს რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი, ირაკლი აბუსერიძე

"ბრძოლა იწყება, ოღონდ წესებით და არა წესებს გარეშე, ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას. მივმართავთ ნებისმიერ მეთოდს, რომ ესენი დავაზიანოთ. ყველა მხრიდან დავუწყებთ ჩხვლეტებს ამათ", - თქვა ვეტერანმა მორაგბემ ბობა კვინიკაძემ  

გუშინ, 10 მარტს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს. არჩევნები მწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

სარაგბო სამყარო გამონაკლისების გარდა, ტყემალაძეს მხარს არ უჭერს და მასთან არც თანამშრომლობას აპირებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი