ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

დღევანდელი, 12 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 12 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 634 გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 343 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 94 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი