
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 29 იანვარს, სენაკში ბრალდებულმა ო.ბ.-მ გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მოკვლის მიზნით, ორლულიანი თოფის გამოყენებით, ახლო მანძილიდან გასროლის შედეგად, დედას, რ.თ.-ს, სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
უწყების განცხადებით, სამედიცინო დახმარების შედეგად რ.თ-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ო.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-19-109 მუხლის მე-2 ნაწილის "დ1" და "ვ" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ ო.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.