საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი

გამოქვეყნდა:

unicef საქართველოს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო "AstraZeneca"-ს ვაქცინის 43 200 დოზა თბილისის საერთაშრისო აეროპორტში 13 მარტს ჩამოვა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი.

"შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან", - წერია განცხადებაში. 

არსებული ინფორმაციით, ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა. 

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პირველი კორონავირუსის ვაქცინა 12 მარტს შემოვიდოდა. მინისტრს ვაქცინაციის დაწყების თარიღი არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი