ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ომბუდსმენს მიმართავს. ირმა ჭკადუა სახალხო დამცველს მოუწოდებს დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა. უფლებადამცველის თქმით, ირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია. ჭკადუა ამბობს, რომ ომბუდსმენის აპარატი უნდა დაინტერესდეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებით.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა.