ექიმები ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ ერთიანდებიან. პროტესტის მიზეზი ამჯერად ფაიზერის ვაქცინის ნაცვლად მათი იმუნიზაციის პროცესის ასტრაზენეკას ვაქცინით დაწყებაა. ექიმები პრეპარატს არ ენდობიან.
ექიმების თქმით, ერთჯერადი ვაქცინის ეფექტურობა, თუ მისი განმეორებითი გამოყენება არ მოხდა, შედეგს არ მოიტანს, განმეორებითი დოზის შემოტანა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ასტრაზენეკას გამოყენება კიდევ ბევრ პრობლემას ქმნის - მოცდის ვადა პირველსა და მეორე ვაქცინაციას შორის საშუალოდ ათი კვირაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მესამე ტალღის წინ ხელისუფლებამ რომც შეძლოს ასტრაზენეკას იმავე ვაქცინის განმეორებითი დოზის შემოტანა, ექიმებში იმუნიტეტის გამომუშავებას მინიმუმ სამი თვე დასჭირდება. გარდა ამისა, სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ამ დრომდე არ იციან, როდის დაიწყება მათი იმუნიზაცია.
ფაიზერის ვაქცინა, რომელიც "ქართული ოცნების" ლიდერები მტკიცებით ექიმების ასაცრელად უნდა მიეღო, ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ არ შემოვიდა, რომ მმართველმა გუნდმა უუნარობა კიდევ ერთხელ გამოიჩინა
ვაქცინის 43 ათასი დოზა წესით თბილისში ხვალ უნდა შემოვიდეს, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმის დასტურად, რომ მედიკოსთა ასაცრელად შემოტანილ პრეპარატს გამოცდის ყველა ფაზა წარმატებით აქვს გადალახული, უსაფრთხო და ეფექტურია.