
პოლიტიკური ანგარიშსწორება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლილე ლიპარტელიანის წინააღმდეგ. მთავარი ოპოზიციური პარტიის წევრის განმარტებით, მისი დისშვილი ბერდია ხაბულიანი შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს და უკვე მერვე თვეა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დღეს დაცვის მხარემ სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები წარადგინა, რომლითაც ირკვევა, რომ პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები ადგილზე ინციდენტამდე მივიდნენ. ლილე ლიპარტელიანის განმარტებით, ეს მტკიცებულება მკაფიოდ მიუთითებს, რომ მისი ახლო ნათესავის წინააღდეგ ბრალდება წინასწარ დაიგეგმა.