ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის ფინალში ითამაშებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი ტაილორ ფრიცი 7:6 (3), 6:1 დაამარცხა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-13 პოზიციას იკავებს.
გუშინ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი 3:6, 6:1, 7:5 დაამარცხა.