დღევანდელი, 13 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 643 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 240 ადამიანი.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 119 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 94 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.