მარტვილის სოფელში სასაფლაოს რამდენჯერმე გაძარცვის გამო, მოსახლეობა მორიგეობის დაწესებას აპირებს

გამოქვეყნდა:

მარტვილის რაიონში, სოფელ დიდ ჭყონში 18-მდე საფლავი გაძარცვეს - მოპარულია ალუმინისა და სპილენძის ნაკეთობები, ასევე, რკინის ფირფიტები.

როგორც სასაფლაოს მეპატრონეები ამბობენ, გაძარცვული საფლავები გვიან ნახეს, მათი თქმით, არ იციან, ზუსტად როდის მოხდა შემთხვევა, თუმცა ვარაუდობენ რომ სასაფლაოს ორი თვის განმავლობაში ძარცვავდნენ.

სოფლის მოსახლეობის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა და სასაფლაოების ღობეები გასულ წელსაც მოიპარეს. მათი თქმით, სასაფლაოზე მორიგეობას დააწესებენ.

საქმეზე გამოძება დაწყებულია.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი