საქმის გარჩევა სასულიერო პირებს შორის - წირვა ცარიელ ტაძარში

გამოქვეყნდა:

წირვა ცარიელ ტაძარში - არაფერია იმაზე მძიმე სანახავი, ვიდრე მრევლისგან დაცლილი უფლის სახლი. უკვე ერთი კვირაა, მარტვილის საეპისკოპოსო ტაძარში მივლენილი მღვდელმთავარი წირვას ეულად აღასრულებს. ამას კი წინ უძღოდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პირდაპირ სამონასტრო კომპლექსში.

რა ხდებოდა ჭყონდიდის საეპისიკოპოსო რეზიდენციაში. საქმის გარჩევა სასულიერო პირებს შორის - რომლის გამჟღავნებაც ასე ძალიან არ უნდოდა ეპარქიაში გამწესებულ ახალ მღვდელმთავარს.   

ცნობისთვის, 8 მარტს, მარტვილში ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეიკრიბა მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ეპარქიაში დაპირისპირების შედეგად დაშავდნენ "მთავარი არხის",  "ტვ პირველის" , "რუსათავი 2"-ის და "ფორმულას" ჟურნალისტები. "ტვ პირველის" ოპერატორს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ისინი შენობის მეორე სართულიდან იმ დრო გადაცვივდნენ, როდესაც დაპირისპირების დროს, აივნის მოაჯირი ჩაინგრა.

გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი: "ჭყონდიდის ეპარქიის ვნებები". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი