თუ ჩვენ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, შემდეგი აქცია პარლამენტთან იქნება - გოლეთიანი

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, ნამოხვანჰესის წინაარმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ შემდეგ აქციას თბილისში, პარლამენტის წინ გამართავენ.

"კიდევ ერთხელ მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, თუ ისინი არ გაითვალისწინებენ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ, შევხვდებით თბილისში, ვიქნებით გაცილებით უფრო მეტნი, შემდეგი აქცია ჩატარდება პარლამენტთან", - თქვა მან.

გარდა აქამდე არსებული მოთხოვნებისა, დღევანდელ აქციაზე რიონის ხეობის მცველებმა პრემიერმინისტრს მოუწოდეს, რომ ეკონომიკის მინისტრი, ნათაი თურნავა გადააყენოს. როგორც გოლეთიანი ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ყველაფერი მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზრდება.

"მოვუწოდებთ პრემიერს, რომ იყოს ქართველი ხალხის ნების აღმსრულებელი და გაუშვას ქალბატონი მინისტრი თანამდებობიდან, თორემ მოგვიწევს, რომ გამოვიდეთ მოთხოვნით გადადეს ისიც და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გადაიზრდება იმაში, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა მოგვიწევს. თუმცა რადიკალიზება არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი", - თქვა გოლეთიანმა.

ცნობისთვის, პროტესტის 141-ე დღეს, ქუთაისში ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია უკვე დასრულებულია. მას მხარს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსებიც უჭერენ. რიონის ხეობის მცველების მოთხოვნებს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომაც დაემატა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი