კასპში, სასაფლაოზე 40 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მას ჭრილობა მუცლის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.