დღევანდელი, 15 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 650 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 233 ადამიანი გამოჯანრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 120 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 96 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,6 მილიონზე მეტი.