ყველას გელოდებით ვაქცინაციაზე - აჭარის ჯანდაცვის მინისტრი AstraZeneca-თი აიცრა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს რეგიონებშიც დაიწყო. სულ რამდენიმე წუთის წინ ბათუმში აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე აიცრა. ამ დრომდე უცნობია როდის გაიკეთებს "ასტრაზენეკას" ვაქცინას ეკატერინე ტიკარაძე.

"მოვუწოდებ მედპერსონალს უფრო მეტი აქტივობისკენ, ჩვენ ველოდებით ყველას რეგისტრაციაზე და ვაქცინაციის პროცესისათვის, ვინაიდან თქვენ იცით, კაცობრიობაში არ არსებობს სხვა იარაღი, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსგავსი პანდემიის უკან დახევა, უბრალოდ ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, პანდემიის დასასრულის დაწყების, ეს არის ვაქცინაცია, ამიტომ ყველას გელოდებით", - თქვა ნინო ნიჟარაძემ. 

დღეს ბათუმში 50-ზე მეტი მედპერსონალის აცრას გეგმავენ. ამავე თემაზე: 

ავტორი: თეა ვაშალიმიძე.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი